„თიბისი“ კონცეპტი და Mastercard წარმოგიდგენთ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 2024 წლის შემოდგომის სეზონს

„თიბისი“ კონცეპტი და Mastercard-ი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოდგომის სეზონის 2024 წლის ოფიციალური მხარდაჭერები არიან.

„თიბისის“ ინფორმაციით, ამ პარტნიორობის გარფლებში, „თიბისი“ კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.

მათივე ცნობით, შემოდგომის სეზონის განმავლობაში, თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ „თიბისის“ კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.

ინფორმაციის თანახმად, სრული სეზონის ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

„სექტემბრის თვის პროგრამა: „ვკვდები როგორც ქვეყანა“ - 26 სექტემბერი

რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა" სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

„პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები“ - 27 სექტემბერი

რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“ 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.

მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

„მედეა“ - 28 სექტემბერი

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც ეს კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო.

ვინ იყო მედეა? ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? … კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა…

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“.

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე

„ალუბლის ბაღი“ - 29 სექტემბერი

ალუბლის ბაღი - კომედიაა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, რომლებსაც თითქოს გზა-კვალი აებნათ სწორ საქციელებსა და ისეთ ქცევას შორის, ყოვლად საზიანო და დაუშვებელიც რომ არის... ამბავია ადამიანებზე, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ მოვალეობებზე და ალბათ ამიტომ ვერც ერთი ვერ შეასრულეს…

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი: ანდრო ენუქიძე

„თიბისი“ კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეუწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ინფორმაციში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს