გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ვაკის რაიონში, ბაგებში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება კი უკვე დასრულებულია, რამდენიმე დღეში გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელების მოწყობაც დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხების მოწყობა; რამდენიმე მისამართზე კი ფერდის დამცავი კედლები განთავსდა. ამას გარდა, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.

ბაგების კუნძულებთან და სიკო დოლიძის ქუჩიდან ახალ საავტომობილო ხიდამდე მონაკვეთში უკვე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები და ამ ნაწილში ჭების ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან მასშტაბური და თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ ადგილას, საკომუნიკაციო თვალსაზრისით, რთული ვითარება იყო. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. ამას გარდა, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, აქამდე აქ ტროტუარები საერთოდ არ არსებობდა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა. ვფიქრობ, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულს ასფალტის საფარის კიდევ ერთი ფენა დაიგება, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, აგრეთვე განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გიორგი ტყემალაძესთან და კახა კალაძესთან ერთად თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და პარლამენტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს