ენათმეცნიერი - სიტყვა „გამტარებელი“ სხვადასხვა კონოტაციაში შევისწავლეთ, მაგრამ თუ მას არ დავუმატეთ დადებითი კონოტაციის სიტყვა, ნეიტრალურობას ვერ ინარჩუნებს  - „ინტერესის გამტარებელი“  ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფითს, მძიმე და საშინელ ეფექტს იძლევა

ენათმეცნიერ მარინე ბერიძის თქმით, სიტყვა „გამტარებელი“ სხვადასხვა კონოტაციაში იქნა შესწავლილი, მისივე თქმით, მას დადებითი კონოტაციის სიტყვა სჭირდება, რომელიც ამ სიტყვას ნეიტრალურობას შეუნარჩუნებს.

აღნიშნულის შესახებ ენათმეცნიერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ. ის სასამართლოს წარუდგენს კვლევას, რომელიც ლინგვისტებმა აღნიშნული კანონის შესახებ ჩაატარეს.

მისივე შეფასებით, შესაძლებელია ისეთი სათაური იქნეს შერჩეული, რომელიც არანაირ უარყოფით კონტექსტს არ გამოიწვევს.

„სიტყვა - „ინტერესის“ მნიშვნელობა ლექსიკონის მიხედვით არის ორი, ერთი - ცნობისმოყვარეობა და მეორე - რაღაცის დაუფლების, ხელში ჩაგდების მნიშვნელობა. ქართული ენის კორპუსში არსებობს სიხშირული შაბლონი, სიტყვათა შეთანხმება- ინტერესების გამტარებელი - შესახებ, რომელიც ამ ორ სიტყვის - რუსულ, მოძალადეობრივ, უსამართლო დამპყრობ ძალასთან ინტერესები გამტართან აიგივებს.

ამ სიტყვების ურთიერთმიმართება ისტორიულად ჩამოყალიბებული უარყოფითი კონოტაციებია.

მეორე, კონტექსტი რატომაც დამძიმდა არის ის, რომ სიტყვა „გამტარებელი“ ჩვენ „აგენტის" სინონიმად ვაქციეთ.

ძალიან მარტივად შეგვიძლია მივიდეთ ჩვენ ისეთ სათაურამდე, რომელიც არანაირ უარყოფით კონტექსტს არ გამოიწვევდა.

ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითს, მძიმე და საშინელ ეფექტს იძლევა.

სიტყვა „გამტარებელი“ სხვადასხვა კონოტაციაში შევისწავლეთ, მაგრამ თუ მას არ დავუმატეთ დადებითი კონოტაციის სიტყვა, ნეიტრალურობას ვერ ინარჩუნებს“, - განაცხადა მარინე ბერიძემ.

ენათმეცნიერს განმარტების გაკეთება პლენუმის მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და ევა გოცირიძემ სთხოვეს. კერძოდ, მოსამართლეები დაინტერესდნენ, მისთვის, როგორც დარგის სპეციალისტისთვის, როგორ აღიქმება, განიმარტება და რა შინაარსი მატარებელია სიტყვათაწყობა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და საშუალო დამკვირვებლისთვის როგორი აღქმა სიტყვათაწყობა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

მეცნიერს კითხვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამაც მიმართა.

„ჩემი კითხვაც იგივე იყო, არსებობს სამი განზომილება: უარყოფითი, დადებითი და ნეიტრალური. თქვენ, როგორც მეცნიერს, ფილოლოგს, საზოგადოების წარმომადგენელს, ასეთი ტიპის ინფორმაცია რომ მოგივიდეთ, მაგალითად, თქვენმა კოლეგამ დღეს, დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად იწოდება, ეს თქვენში დადებით, უარყოფით, თუ ნეიტრალურ ასოციაციებს აჩენს და გააჩენს?“ - მიმართა მოსამართლემ ენათმეცნიერს.

„ჩემი პირადი დამოკიდებულება, როგორც მოქალაქისა და ლინგვისტისა, რა საკვირველია გახლავთ ის, რომ ამ სამი ვერსიიდან, რომელიც ბატონო მოსამართლევ თქვენ წარმოადგინეთ, მხოლოდ და მხოლოდ, უარყოფითს, ძალიან მძიმე შემაშინებელ ეფექტს იძლევა ამ ტიპის შესიტყვება“, - განაცხადა მარინა ბერიძემ, თუმც იქვე აღნიშნა, რომ რომ ხანდახან „ენათმეცნიერებიც ცდებიან".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია