ალუდა ღუდუშაური - ჩემთვის მეუფე ნიკოლოზის განცხადება იყო აბსოლუტურად მიუღებელი და შეცდომა

ჩემთვის ეს განცხადება იყო აბსოლუტურად მიუღებელი და შეცდომა. შეცდომა პრობლემა არ არის, მას სჭირდება აღიარება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მეუფის გადასაწყვეტია - მეუფეებიც მიდიან და მოდიან, ისევე როგორც პოლიტიკოსები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან მეუფე ნიკოლოზის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მცდარი განცხადება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოუვიდეს მათ შორის მეუფესაც.

„რაც შეეხება მეუფის ამ განცხადებას, ბუნებრივია, როგორც ამ ქვეყნის, ეკლესიის შვილი და მაზიარებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ეკლესიის ერთობა განაპირობებს, ზოგადად სასულიერო პირის და მრევლის ერთობას. ბუნებრივია, მე მეუფის გამონათქვამების შეფასებას ეკლესიის კუთხით არ შევუდგები, თუმცა არის ერთი რამ, რომ შეუცდომელი მხოლოდ მაცხოვარია. მცდარი განცხადება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოუვიდეს მათ შორის მეუფესაც. პირდაპირ ვამბობ, რომ მეუფის განცხადება იყო აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელი. ჩემთვის ეს განცხადება იყო აბსოლუტურად მიუღებელი და იყო შეცდომა. შეცდომა პრობლემა არ არის. მას სჭირდება აღიარება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა მეუფის გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, მან ასე წარმოიდგინა.

ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედა ეკლესიას აქვს საუკუნო ისტორია საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტური გაძლიერების კუთხით. ამ შემთხვევაში მეუფეებიც მიდიან და მოდიან, ისევე როგორც პოლიტიკოსები.

ეკლესია დგას და მარადჟამს იქნება. ბუნებრივია, საქართველოს ძლიერი მომავალი იქნება შეუქცევადი. და ის, რომ ეს კონსტიტუციის დონეზე იქნება განმტკიცებული, ამ ნაწილში თავს შევიკავებ რომელმა სასულიერო პირმა რა განცხადება გააკეთა მეუფე ნიკოლოზისგან განსხვავებული. ეს მათი საკითხია, მაგრამ ის, რომ მართლმადიდებლობის და ეკლესიის როლი კონსტიტუციით კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება, ეს შეუქცევადი პროცესია”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოსთვის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება წინასაარჩევნო პროცესს დაუკავშირა და როგორც მედიასთან განაცხადა, “ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს