მაია ბითაძე ოპოზიციას - არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია

ისევე როგორც ის 9-წლიანი, ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია, ასევე არ დაავიწყდება საქართველოს მოსახლეობას ის, რაც ჩაიდინეთ მიმდინარე წელს და არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია, - ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მაია ბითაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ ივიწყებს იმ გზას და ტკივილს, რომელიც საქართველომ, მოსახლეობამ ძმათამკვლელი ომისა, თუ ოკუპაციის შედეგად დაკარგული თანამემამულეების სახით გაიარა.

„ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩაიდინოს და დაივიწყოს ის გზა, რომელიც ჩვენ მშვიდობისთვის და ევროპული ღირებულებების დანერგვისთვის მოვიპოვეთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. დღეს იმის მაგალითსაც ვხედავთ, თუ როგორი გადაჯგუფებები ხდება რადიკალებს შორის მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მათ სამსახური მომდევნო პარლამენტში ჰქონდეს. იმუქრებიან იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა პასუხს გასცემს „რაღაცას“ და ვერ იაზრებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა პასუხს გასცემს სწორედ მათ, მათ ღალატს და მათ სურვილს რომ სტიგმატიზიაცია მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების, მეგობარი მეგობარს გადაკიდონ და ნათესავი - ნათესავს. თქვენ ვერც კი იაზრებთ, თუ რა დანაშაული ჩაიდინეთ „ნაციონალურო მოძრაობავ“ და მის განშტოებებო კიდევ ერთხელ ამ ქვეყნის წინაშე. ვერც კი იაზრებთ, როგორ მწარედ აგებთ სწორედ 26 ოქტომბერს, როდესაც თქვენი პოლიტიკური კარიერა კიდევ ერთხელ გაშავდება და დაერქმევა მას ღალატი. ვინ მოგცათ თქვენ იმის უფლება, რომ ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა - დაწყებული მშვიდობით, დამთავრებული ევროინტეგრაციის გზაზე მოპოვებული ძალიან დიდი წარმატებით, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოთ და გაუფუჭოთ მომავალი ჩვენს შვილებს“, - მიმართა მაია ბითაძემ ოპოზიციას.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა