ანონსი  4 სექტემბერი

4 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

4 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.

მის: კოსტავას 43 ა

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

4 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ 5 პრიორიტეტი

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644ა

4 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრის ანა ბუჩუკურის და თეონა აქუბარდიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლების დაუსრულებელი რეაბილიტაცია და ბავშვთა კვება.

4 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

4 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უჩერებს. ვითარება „აპარტამენტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან გაწვევის შემდეგ“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 534 524

4 სექტემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

4 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

4 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: მაჩაბლის 11

4 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 სექტემბერს, 16:00 საათზე, ევროპული კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდოს - „ევროპა ნოსტრას“ ვიცე პრეზიდენტი - გი კლოსი და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ფონდთან ერთად არხოტში, ცისკარაულების კოშკზე „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს აღმნიშვნელ ბრინჯაოს დაფას გახსნიან და აღდგენილ კოშკს დაათვალიერებენ.

საკონტაქტო: რუსუდან ფანოზიშვილი - 599 104 043

4 სექტემბერს, 18:00 საათზე, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის 5 პრიორიტეტიან გეგმას წარადგენს.

მის: ყვარელი, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამო

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს