სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს და ნინოწმინდის მერს მიმართავს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისკენ მოუწოდებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღემდე არ დაფუძნებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა, საჭიროება ნამდვილად არსებობს - ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დროულად მიიღოთ ზომები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასაფუძნებლად! – ასე მიმართავს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს.

მისი ცნობით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაიცა დაპირება, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაარსდებოდა, თუმცა მისივე განცხადებით, აღნიშნული დაპირება არ განხორციელებულა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გაიცა შემდეგი დაპირება: „საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შემუშავებული ქვეყნის მასშტაბით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების გეგმის შესაბამისად, 2020 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული განათლების ან/და გადამზადების შესაძლებლობა - გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებელი იურიდიული პირის ან უკვე არსებული იურიდიული პირის ფილიალის სახით.“ დაპირება არა თუ არ შესრულდა, არჩევნების შემდეგ იდეის დონეზეც აღარ გაჟღერებულა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების საკითხი. შესაბამისად, ადგილობრივ ახალგაზრდებს რეგიონის დატოვება და სამუშაოს ძებნა უწევთ. ისინი მოკლებულნი არიან განათლების მიღების შესაძლებლობას.

ფაქტი, რომლის თანახმადაც, პროფესიული დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება (ფერმერთა ასოციაციის ანგარიში), კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის საჭიროებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ისეთი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რასაც ადგილობრივ დონეზე გამოიყენებენ - რისი განვითარებისა და გამოყენების პოტენციალიც მუნიციპალიტეტს გააჩნია, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მიმართულებით და ა.შ.“ - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი