სოფელ გეგუთის მაჟორიტარი როლანდ ნუცუბიძეზე - ლანძღავდა ერმილე გიგიაძეს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის და ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენ რა გაგიკეთებიათ, აქ რატომ გააკეთეთ ეს ოფისი, თქვენ ქვეყანას აქცევთ, ღუპავთ, კარგავთ ქვეყნის მომავალსო, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო, თქვენ მე ვინ გგონივართო. გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს. ერმილე გამოვიდა, ძალიან ანერვიულდა ამ კაცმა რომ გალანძღა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოვიდა და გახდა ცუდად, იქვე დაეცა. მე ექიმი ვარ და სასწრაფოს მოსვლამდე, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, ვუტარებდი პირველ დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას. ერმილე რომ დაეცა, ის აქ იყო, შეხედა, იცინოდა“, - განაცხადა შალვა კილაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის