ანა ბუჩუკური - გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელთა გზავნილია, რომ გერმანია ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს გვერდით დგას - მათ კარგად ესმით, რას აკეთებს „ოცნება“, რომელიც საკუთარ თავს ვერც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან ვეღარ ფუთავს

გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელთა მთავარი გზავნილია, რომ გერმანია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გვერდით დგას - მათ კარგად ესმით, თუ რას აკეთებს “ოცნება“, რომელიც საკუთარ თავს ვერც ერთ პარტნიორ ქვეყანასთან ვეღარ ფუთავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, პარტია “ქართული ოცნება“ “სოციალ-დემოკრატების“ ევროპულმა გაერთიანებამ საკუთარი რიგებიდან გამორიცხა იმიტომ, რომ “ის არც ერთი პარტნიორისთვის სანდრო აღარ არის“.

„გერმანია ის ქვეყანაა, რომელიც მათ შორის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან განსაკუთრებული პარტნიორობით გამოირჩეოდა, მაგრამ ვხედავთ, როგორი მწვავე გახდა გერმანია “ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. უკვე ყველასათვის ცხადია, რა არის “ოცნების“ მიზანი - ეს მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

დღეს, პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ. საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანელ სტუმრებს მმართველი უმრავლესობიდან მხოლოდ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხვდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს