შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ - კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი

გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა გამოსავალი არ არის.

„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში.

ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ "ამერიკული საბჭო", რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს.

კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს