ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

ნებისმიერ ძალადობას თუ მიმსგავსებულ აქტს კატეგორიულად ვემიჯნები, მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

„რაც შეეხება გუშინდელ ქარელის შემთხვევას, რა ინფორმაციაც მომაწოდეს, იყო ასეთი სამწუხარო ინციდენტი - ერთ-ერთ ქალბატონს მიაწოდეს კონკრეტული ოპოზიციური სუბიექტის ბუკლეტი, რომელიც მან გადააგდო. ამის შემდეგ დაიწყო ინციდენტი ამ ქალბატონის მიმართ და არ დაურტყამთ, მაგრამ მას ხელით შეეხნენ. მას გამოესარჩლა კონკრეტული ადამიანი და შემდეგ ამას მოჰყვა დაპირისპირება, თუმცა ამ დაპირისპირებას არ ჰქონია რაიმე მძიმე გაგრძელება. ეს იყო რეალურად ამ ინციდენტის მიზეზი, რაც ზოგადად სამწუხაროა. ყველას მოვუწოდებ, აიღონ ბუკლეტი და დაიტოვონ. დემონსტრაციული აქტები აუცილებელი არ არის. მაქსიმალურად მშვიდად უნდა წარიმართოს საარჩევნო აგიტაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ყველას მოუწოდა, ნუ ექნებათ ორმაგი სტანდარტები.

„მაგალითად, გვარამიას პარტიის წარმომადგენლები არაერთგზის ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ „ქართული ოცნების“ აგიტაციისთვის ზუგდიდში. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში იყო რამდენიმე აქტი, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ კონკრეტული პარტიული აქტივისტები, მათ შორის NGO-აქტივისტები. მთავარია, არ იყოს ორმაგი სტანდარტები. მთავარია, იყოს ჯანსაღი მიდგომა. საარჩევნო კამპანიამ უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ეს არის მთავარი. პირველ რიგში ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ინციდენტების პრევენციაზე. მთავარია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთონ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული ასეთი ინციდენტები და თუ სადმე არის ან დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ყველგან არის საჭირო რეაგირება და აქედანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველაფერზე ჰქონდეთ სათანადო რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ