საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი ზურგჩანთები უკვე „ბიბლუსშია“

„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი სასკოლო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილიყო სპეციალური კოლექცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი აღმოჩნდა.

„ბიბლუსის“ ქსელში და ონლაინ, მის ვებგვერდზე უკვე რამდენიმე დღეა იყიდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სურათებით დაპრინტული რვეულები და ცხრილის ფურცლები, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. უკვე დღეიდან კი გაყიდვაში ჩაეშვა ზურგჩანთები და პენლები.

ჩანთები ხელმისაწვდომია 4 განსხვავებულ ფერში, რომელთა შორის სასურველ არჩევანს მარტივად გააკეთებენ როგორც ბიჭები, ისე - გოგონები. პროდუქცია გამორჩეულ დიზაინთან ერთად მაღალი ხარისხითაც იქცევს ყურადღებას. მათი ფასი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

  • ჩანთა - 69.99 ლარი
  • პენალი - 29.99 ლარი
  • რვეული - 1.00 ლარი
  • ბოთლი - 25.99 ლარი
  • ცხრილის ფურცელი - 1.99 ლარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ფილიალების ნაწილში. კვირის განმავლობაში კი სრულად მოხდება ქსელის დაფარვა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე