ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალის Hello3E-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი მოინახულეს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ.

„ვფიქრობ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ყველაფერი შეგვიყვარდა, რაც ამ დრომდე აქ ვნახეთ. მოგვეცა შანსი, დაგვეგემოვნებინა გასაოცარი კერძები. ვფიქრობ, ინდოელებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ დელიდან საქართველოში მოხვედრა ადვილია პირდაპირი ავიარეისის საშუალებით. საქართველო ძალიან გულღია ქვეყანაა, ხალხი კი სტუმართმოყვარე. ადგილზე უამრავი რამის ნახვა და დაგემოვნებაა შესაძლებელი“,-აცხადებს ტურის მონაწილე ქუნალ ბრათი მოგზაურო ჟურნალისტი ინდოეთიდან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვედით საქართველოში. რამდენიმე დღეა რაც აქ ვიმყოფებით. ვეწვიეთ ზუგდიდს, სადაც გემო ფესტი იმართება. ადგილზე ძალიან კარგი აურაა, უამრავი ადამიანია შეკრებილი და ფეხბურთის მატჩიც მიმდინარეობს. აქ ისმის სხვადასხვანაირი შეძახილები. გარშემო უამრავი კერძებია, რომელსაც ვაგემოვნებ და აღფრთოვანებული ვრჩები“,-ამბობს ტურის მონაწილე მოგზაური ჟურნალისტი შუბუთი თიო.

ინდოელი ჟურნალისტები საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიის, ღვინის, ბუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„Deccan Herald-ის ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, ხოლო გამოცემის ონლაინ პლატფორმებს 15 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, სოციალურ ქსელებში Deccan Herald-ის ვიდეო რგოლებს ჯამურად ას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ავიაკომპანია ავიაკომპანია Indigo-ს საბორტო ჟურნალს ყოველწლიურად 6.5 მილიონი მგზავრი ეცნობა. პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ინდოეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა