კახა კალაძე - გამოვხატავთ მზაობას, დავეხმაროთ ყაზბეგის N32-ის მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ - ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ძმას.

„არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ მშენებლობასთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველაფერია კანონიერი. ვინმეს რამე არ მოეწონება და გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშენებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს ქალაქგეგმარება, არსებობს გენერალური გეგმა, ქალაქში არსებობს ზონები, არსებობს პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და მშენებლობა. ვინმეს რამეს თუ არ მოსწონს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია