სებ-ი მასწავლებლებისთვის „სკოლა-ბანკის" ტრენინგებს აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ" (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „სკოლა-ბანკის" პროექტი 2 ეტაპიანია და გულისხმობს: პირველ ეტაპზე მასწავლებლების ფინედუს ტრენინგში ჩართულობას და შემდეგ სკოლაში მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის" 15-გაკვეთილიანი კურსის ჩატარებას.

მათივე ცნობით, „სკოლა-ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მარტივად, მოზარდებისთვის მისაღები ენითა და სახალისო ფორმატითაა გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.

„მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი ეროვნულ ბანკში, 5-6 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ტრენინგზე განხილული იყო ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი, რომელიც „სკოლა-ბანკის" სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის, დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.

ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილე მასწავლებელს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა 11 ნაკადს უმასპინძლა და 200-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ