ანა ნაცვლიშვილმა ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? - "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება დისკუსიების ციკლის - „საქართველო ფოკუსში" - ფარგლებში გაიმართა, სადაც იმსჯელეს საქართველოსთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე, ევროპასა და მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ანა ნაცვლიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დეპუტატმა ხაზი 26 ოქტომბრის ისტორიული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა.

„რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? - პირველი გზა არ განიხილება! საქართველოს უსაფრთხოება, განვითარება, მომავალი და რითაც ასე ვამაყობთ - ეროვნული სახის შენარჩუნება, მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია, ევროპული მომავალი აირჩიეს, მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ისინი ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გზით დაიცავენ, ხოლო რუსეთის მსახური „ოცნების“ ხელისუფლება წარსულში დარჩება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში მყოფი "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს და CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ევროპული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მრჩეველს, მიხაილ ვორლენდერსაც შეხვდა. მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებსა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე