ნინო ბურჭულაძე - დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილება ხულუტის ციხე-დარბაზის მარანს საფრთხეს უქმნის

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ( საყდრისის კომიტეტი) წარმომადგენლებმა ხულუტის ციხე-დარბაზის გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, მცენარეული საფარისგან გაიწმინდა ძეგლის ცალკეული ნაწილები, ასევე გაიწმინდა და მოწესრიგდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ძეგლამდე მისასვლელი კიბე-საფეხურები.

XVIII საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ქციას( ხრამი) ხეობაში მდებარეობს და ქართული ციხე-დარბაზების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

აქტივისტების ინიციატივით და სრული მონიტორინგით ხულუტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები (1 მლნ.ლ) სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდა და მას შემდეგ ძეგლი რეგიონში ერ -ერთი ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტად იქცა. სამწუხაროდ ბევრი დამთვალიერებელი ასევე ძეგლს დაზიანების რისკების ზრდასაც ნიშნავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ტურისტულ კომპანიებს, გიდებს, თავად დამთვალიერებლებს - მაქსიმალურად შეიზღუდოს უკონტროლო გადაადგილება ძეგლზე. განსაკუთრებით ციხე-დარბაზის მარანში, სადაც ჯერ კიდევ შემონახულ და დღემდე შეუსწავლელ ქვევრებს დაზიანების საფრთხე ემუქრებათ, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დასუფთავების სამუშაოების მორიგი ეტაპი გვიან შემოდგომაზე, ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება, რომელშიც მოხალისე მოქალაქეებიც იქნებიან ჩართულები.

ორგანიზაციის ცნობით, ხულუტის გაწმენდითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე