კონსტანტინე ზარნაძე - როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ აფასებ - ეს დიაგნოზია

შენი ქვეყნის სიმდიდრეს - ჩვენს საამაყო სპორტსმენებს - რომ ვერ აფასებ და შეგიძლია გალანძღო იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოგწონს, ეს დიაგნოზია, რომელსაც არაფერი ეშველება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, ჩვენს სპორტსმენებს ლანძღავენ და მსახიობ უკრაინის პრეზიდენტს კი აქებენ“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აკუთვნებენ თავს, თუმცა, თუ მათ იდეას და აზრს არ იზიარებ, მზად არიან ნებისმიერი ხერხით განახორციელონ შენზე ზეწოლა.

„წარმომიდგენია ამ ტიპის ადამიანების ხელში ძალაუფლება რომ მოხვდეს, როგორ მოექცევიან თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ, რომლის კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე