ბექა ოდიშარია - სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაემიჯნა ხალხს, ოლიმპიელები ამ საზოგადოების ნაწილი რომ არის, ამას ვერ ხვდება - ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ, რომელ პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!

სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაემიჯნა ქართველ ხალხს. ოლიმპიელები ამ საზოგადოების ნაწილი რომ არის, ამას ვერ ხვდება ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოლიმპიური ჩემპიონებისა და „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიის წევრების, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ბექაურის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ისინი პრეზიდენტის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს მმართველი გუნდის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რომ პარტიის წევრებს პოსტები დააწერინონ, ოდიშარია პასუხობს - „ქართული ოცნება“ რა შუაშია“?!

„ასეთი ადამიანები, ვინც დაწერილ პოსტებს კითხულობენ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიკითხეთ, ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ და რომელ პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით? ძალიან ცდებით, რომ ასე უყურებთ არა მხოლოდ თქვენ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტიც ამ გმირ ადამიანებს, ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ. სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ისტორიაში როგორ შევა და რა გვარად, ამასაც ვნახავთ. შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან ადვილია. ის არ იქნება და ვერც იქნება იმ მწვერვალზე, სადაც იქნება გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, ტალახაძე და სხვა ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები, რომლებიც ამ ქვეყნის წარმატებასთან, ზოგადად გამარჯვებასთან ასოცირდებიან და მზად არიან, ისევ დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას, არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ქართველ ხალხს. მათთვის სულერთია, ეს იქნება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, თუ მათ შორის ადამიანი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ისინი კიდევ უფრო სიმაღლიდან უყურებენ ამ ყველაფერს, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ქართველი ხალხი უყვართ, ისინი არამხოლოდ საკუთარი წარმატებების, ოქროს მედლების და ოლიმპიური ჩემპიონობის გამო ასპარეზობენ, არამედ მათ შორის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი გაეხარებინათ. ხომ უნდა იყო პრეზიდენტი, რომელიც იმას მოახერხებ, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენი მილიონიც ვართ, ბოლო კაცამდე ყველას უყვარდეს, ყველა გულშემატკივრობდეს და შენ ასე მოგმართონ. სხვათა შორის, აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა, აქ იყო ხისტი პოზიცია, სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს, რადგან ბევრი წელი ამის მოსმენა მოუწევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის „პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება“. ბექაურის თქმით, მის „სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“.

პოზიცია პრეზიდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმაც დააფიქსირა. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს პეტრიაშვილიც ემიჯნება და აცხადებს, რომ „სამშობლოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება“.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი