ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პროპაგანდისტია, როდესაც ასეთ ადამიანს დასვამ პანელურ დისკუსიაზე, იქ უკვე ის ცრუ ნარატივის შემცველი სათაურიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომელიც ჰქონდა კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებას,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონრად ადენაუერის ფონდი, რომელთანაც საქართველოს პარლამენტიც თანამშრომლობდა, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივებს ავრცელებს.
მისივე თქმით, ეკა ტყეშელაშვილი, რომლის წარსული კრიმინალურ რეჟიმს უკავშირდება, ამწყო კი უკრაინაში განხორციელებულ პროექტებს, საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე მომხსენებელი არ უნდა იყოს.
„ეს იყო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც გახლავთ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი და შემაშფოთებელია, რომ ეს კონფერენცია სრულად იყო ცრუ ნარატივზე აწყობილი, თითქოს არჩევანი არის ევროპასა და რუსეთს შორის. სათაურადაც ჰქონდათ ცრუ ნარატივი გამოტანილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევნები ევროპასა და რუსეთს შორის. ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რაც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებულ კონფერენციაზე ვიხილეთ ამ დასათაურებით. ამას რომ აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, ეს გასაგებია და მათგან შეგუებული ვართ ამ სიყალბეს, მაგრამ როდესაც გერმანული ფონდი, რომელთანაც მათ შორის პარლამენტიც თანამშრომლობდა, ცრუ ნარატივებს ავრცელებს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო. ყოველგვარ გაკვირვებას სცდება, უკვე რომ პანელურ დისკუსიაში მომხსენებლად იყო წარმოდგენილი, თუ რეგალიით შევხედავთ, უკრაინაში ამერიკული ფონდის USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი, რა ხელი აქვს უკრაინაში ამერიკული USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებთან. შინაარსით თუ შევხედავთ, ეს გახლავთ ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიხეილ სააკაშვილის მაღალჩინოსანი სხვადასხვა თანამდებობაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი აქტივისტი
და პროპაგანდისტი. როდესაც ასეთ ადამიანს დასვამ პანელურ დისკუსიაზე, იქ უკვე ალბათ ის ცრუ ნარატივის შემცველი სათაურიც არ უნდა გაგვიკვირდეს. მისი, როგორც მომხსენებლის წარსული, რომელიც დაკავშირებულია კრიმინალურ რეჟიმთან, ისე მისი აწმყო, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში პროექტების განხორციელებასთან, არანაირ კავშირში საქართველოსთან დაკავშირებულ თემებთან არ უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.