ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა

ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ინვენტარით მოეწყო ცხენების სადგომი და გასახდელები, განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა.

„სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით. განახლებული იპოდრომი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს გაწვრთნიან პროფესიონალი მწვრთნელები.ფოთის იპოდრომი ემზადება სხვადასხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, მათ შორის, ისეთ სახეობებში, როგორიცაა კონკური, დოღი და ა.შ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ფოთის მერმა ბექა ავჭარაძემ აღნიშნა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოთელ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ სპორტულ სახეობებში.

„კვლავ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას”, -განაცხადა ბექა ავჭარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე