ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები ცნობილია

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
  2. გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოსქალაქი - ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
  3. თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
  4. მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნატალი დარასელია, „სააღდგო მომოკვდინება“ (კალმოსანი)
  6. რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
  7. სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  8. სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
  2. ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა:

  1. გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
  2. დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
  3. დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
  3. ზაზა ბურჭულაძე, „ჩემისიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
  5. მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ეკა ქევანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
  2. ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
  3. ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
  4. მარი ბექაური, „ორ ზღვასშუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
  2. გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
  3. იაკი კაბე, “მოქალაქე” (ინტელექტი)
  4. მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
  5. ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი:

  1. ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
  3. თეა თოფურია, „იაკობისჭასთან“ (ინტელექტი)
  4. ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
  5. ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  6. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი