ანონსი  18 სექტემბერი

18 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე კითხვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სერგო ჩიხლაძეს უპასუხებენ.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ზუგდიდელების მთავარი გამოწვევები და ძლიერი საქართველოს ხედვა პრობლემების დასაძლევად. საარჩევნო პროგრამა ილიას გზას გაცნობა.

მის: ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი.

საკონტაქტო: სოფო შამუგია - 571 27 23 72

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ქართული ოცნების“ მიერ მიგდებული თბილისის შემოვლითი რკინიგზა და საავტომობილო საცობი დედაქალაქში.

მის: ავჭალა, დოდო აბაშიძის N10.

საკონტაქტო: ნათია ქაქუჩაია - 598 733 902

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროექტ „სურსათის ბანკი - საქართველოს“ კოორდინატორი, სალომე ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „რა ეტაპზეა სურსათის ბანკის შექმნის პროექტი - გაიხსნება, თუ არა სურსათის ბანკის ცენტრალური შენობა შემოდგომაზე და რა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორ იმუშავებს სისტემა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 534 524

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, საიას ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქართველოს მასშტაბით საიას საარჩევნო მისიის ფარგლებში გამოვლენილი სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა და სკოლის დირექტორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტები.

მის: ჯანსუღ კახიძის #15.

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) კვლევის ანგარიშის - „საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მედიისა და მოქალაქეებისთვის 2023-2024“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „რუმსი“.

18 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და მისი ადვოკატები საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქცია ბათუმში, ერას მოედანზეც გაიმართება, სადაც სოლიდარობის ნიშნად ბათუმელი ადვოკატებიც მივლენ.

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (A კორპუსი, II სართული)

18 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა გაიმართება.

თემა: ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

მის: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: 599 952727

18 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად