გამოფენა „ეტრუსკების სამყარო“ გრძელდება

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 29 სექტემბერის ჩათვლით მასპინძლობს, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გამოფენა აგრძელებს იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი გამოფენების სერიას.

„საქართველოში პირველად მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, ვიხილოთ ეტრუსკული ხელოვნების მრავალფეროვანი და გამორჩეული ნიმუშები ეტრუსკული კოლექციების მფლობელი იტალიის ორი მთავარი მუზეუმიდან - ფლორენციის არქეოლოგიური მუზეუმიდან და კიუზის ეროვნული ეტრუსკული მუზეუმიდან, ასევე კიანჩიანო-ტერმეს არქეოლოგიის და წყლის მუზეუმიდან. გამოფენა სახელწოდებით „ეტრუსკები“, ეტრუსკული კულტურის განმსაზღვრელი თითქმის ყველა ტიპის არქეოლოგიური მასალის მეშვეობით მნახველს აცნობს ეტრუსკების საინტერესო ყოფას, დაკრძალვის სხვადასხვა წესს, ეტრუსკების რწმენა-წარმოდგენებს და ბერძნული მითოლოგიისადმი, კერძოდ, არგონავტების მითისადმი სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას.

ეტრუსკებმა და კოლხებმა არა მარტო ორი თვითმყოფადი კულტურა შექმნეს, არამედ ლითონის ფენომენის ცოდნით, იქნება ეს მაღალგანვითარებული ოქრომჭედლობა თუ ბრინჯაოს მხატვრული დამუშავება, ელინური კულტურის თავისებურად გააზრებითა და საკუთარ რელიგიურ-რწმენა-წარმოდგენებზე მისი მორგებით, დაგვიტოვეს ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომლის გარეშეც დღეს შეუძლებელია ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფუძვლის - ბერძნულ-რომაული სამყაროს შემეცნება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელმაც მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში ვიხილოთ არაინდოევრუპული წარმომავლობის ორი თვითმყოფადი კულტურა, აგრძელებს 2021 წელს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ორგანიზებული გამოფენის - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - გამოცდილებას, კოლხური კულტურა ძველი ცივილიზაციების პარალელურად წარმოაჩინოს სხვადასხვა კონტექსტში. ეს გამოფენაც გვეხმარება კოლხური კულტურის ახლებურად გააზრებაში და თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ დაიმკვიდრა მან საკუთარი ადგილი ანტიკურ კულტურაში, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფუძველია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა