ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ, მაისის შემდეგ, ახალ კალედონიაში, ადგილობრივ კანაკებსა და ფრანგ ლოიალისტებს შორის დაწყებული არეულობის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმის მიცემის უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საკამათო რეფორმის გეგმა ივნისში შეაჩერა. კანაკები შიშობდნენ, რომ აღნიშნული რეფორმა ადგილობრივი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებდა და მომავალში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გაართულებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე