კახა კალაძე - გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში

საერთოდ გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ორივე პარტიას, რეალურად, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამიტომ ცდილობს გაერთიანებას.

„აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, საზოგადოებისთვისაც ცხადი რომ იყოს - ყველაფერი მოდის გარე დირექტივებიდან, უბრალოდ, სრულდება და ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, ეს ორი პოლიტიკური პარტია. მათ რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად, აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც, იმიტომ, რომ ერთი მეორეს „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება. აქ თემა არის ის, რომ მათ დაავალეს. ორივეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და სურვილი აქვთ, ამ გაერთიანებით როგორმე ბარიერი გადალახოს. ეს არის ძალიან მარტივად დღევანდელი მოცემულობა“,-განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია