აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში 15000 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა.

„მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში. სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე