უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა.

უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ ბავშვებს შესთავაზეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა.

სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე