ვახტანგ ხმალაძე - ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლისას ორივეს „კისერზეა ცოდვა“ - ოპოზიცია ჯობია შეეშვას დამნაშავეების ძიებას

როდესაც მგრძნობიარე გადაწყვეტილების მიღება იგეგმება, ორივე მხარემ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო უნდა გამართოს იმისათვის, რომ დაწყებული განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ ერთად ვიყოთ, ისე არ დამთავრდეს, როგორც ახლა დამთავრდა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლას გამოეხმაურა.

ხმალაძის განმარტებით, მოსალოდნელი იყო, რომ გახარია-ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში სინერგიის ეფექტი იქნებოდა.

„ეს გაერთიანება, რომ შემდგარიყო, არა თუ ყველა კითხვა მოიხსნებოდა, (ვგულისხმობ იმას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეები ამბობენ, რომ ესენი 5%-ს ვერ გადალახავენ), არამედ ეს კითხვები უბრალოდ, გაქრებოდა. რეალურად, მოსალოდნელი იყო, რომ გახარია-ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში სინერგიის ეფექტი იქნებოდა, ვთქვათ, რამდენიმე პროცენტით მეტს მიიღებდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე გასვლისას ჯამურად, რაც იქნებოდა პროცენტი. ეს მოსალოდნელი ეფექტი იყო, თუმცა ასე არ გაზომილა, მხოლოდ სოციალურ გამოკითხვაზე დაყრდნობაც გარკვეულწილად „ალბათურია“. როდესაც ასეთი მგრძნობიარე გადაწყვეტილების მიღება იგეგმება, ორივე მხარემ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო უნდა გამართოს იმისათვის, რომ დაწყებული განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ, ერთად ვიყოთ, მერე ისე არ დამთავრდეს, როგორც ახლა დამთავრდა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფრუსტრაცია, ანუ გულის აცრუება - „ეჰ, ამათგან არაფერი გამოვა“ და მსგავსი რაღაც. ახლა გამიჭირდება თქმა რამდენში გამოიწვია ეს რეაქცია ამან და ასევე, გამიჭირდება თქმა, ეს პარტიები მიიღებენ თუ არა ზიანს - რა მხარდაჭერაც ჰქონდათ, როცა ცალ-ცალკე იყვნენ, კერძოდ, სანამ განაცხადებდნენ გაერთიანების სურვილის და მზადყოფნის თაობაზე, ეს პროცენტი, შემცირდება თუ არა - შესაძლოა გარკვეულწილად შემცირდეს, ან შესაძლოა არც კი. შეიძლება პრეზიდენტი გარკვეულ რისკზე და პროვოცირებაზე წავიდა, იმიტომ, რომ მაინც და მაინც დიდი სურვილი გაერთიანებისა, არ ჩანდა, შეიძლება პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ თუ ამას გაასაჯაროებს და საჯაროდ გახდის - ამ შეთავაზების შემთხვევაში, ეს ორივე მხარე მაღალი ალბათობით, მაგიდასთან დასხდებოდა, რადგან უარის თქმა მაგიდასთან დასხდომაზე მათ დააზიანებდა. ეტყობა პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ თუ მოვახერხე მათი მაგიდასთან დასმა, მერე ისიც მოხერხდება, რომ გაერთიანდნენო. ნუ, აღმოჩნდა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. რადგან უკვე ყველაფერი მოხდა, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „არ იყო სათანადოდ მომზადებულიო“, მაგრამ თუ გამოვიდოდა ეს გაერთიანება, მერე ვიტყოდით, რომ „ნახეთ, რა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტმა, რისკზე წავიდა, მაგრამ ამან დადებითი შედეგი მოიტანა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ხმალაძის მოსაზრებით, იმისათვის, რომ ახლა ნაკლები ზიანი მიიღონ, „ამ პარტიებმა და ზოგადად, მთლიანად ოპოზიციამ, სჯობს შევეშვათ დამნაშავეების ძიებას“.

„ჩვეულებრივ, როგორ ხდება - ნებისმიერი მოლაპარაკების ჩაშლისას გარკვეული წილი ბრალისა ორივე მხარეს ეკისრება. ამაში ორივე მხარეა ხოლმე მეტ-ნაკლებად დამნაშავე, შეიძლება ერთი მეტად იყოს, ან მეორე ნაკლებად იყოს, მაგრამ მაინც ორივეს კისერზეა ცოდვა. იმიტომ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყებისას მზად უნდა იყოს ორივე მხარე კომპრომისებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკება არ მოიტანს დადებით შედეგს, აი, ჩვენთან ყოველთვის სჭირს კომპრომისების დაშვება.როცა გეგმავ რაღაც მოქმედებას, ისე უნდა იმოქმედო, რომ ცუდი შედეგი არ მოგიტანოს და მოლაპარაკეების მხარეები არ დაზიანდნენ. ტემპერატურა არ უნდა ასწიო ძალიან მაღლა, რადგან მერე ტემპერატურის მკვეთრი დაცემისას არ დაზიანდე“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ