ირაკლი ფავლენიშვილი - არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება, ასეთი საერთაშორისო ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები ინტერესს იჩენენ 26 ოქტომბერს საქართველოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დელეგაციის ვიზიტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არის ინტერესი ამ გადამწყვეტი არჩევნების მიმართ და მათ შორის, საერთაშორისო მისიების ასეთი აქტიური ჩართულობა იქნება გარანტი იმის, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე