ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, - ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, უნდა ვეცადოთ, შემოსავალი ბევრი სხვადასხვა დარგიდან მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია და სკრუპულოზური აღსრულება.

ჩვენს ქვეყანაში რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი გაზი და ელექტროენერგიაა, რომლის ფასი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ანუ მთავრობას არ აქვს ხედვა, როგორ დაასაქმოს ადამიანები.

რა თქმა უნდა, მხოლოდ იაფი გაზი და ელექტროენერგია ეკონომიკის ზრდის სტრატეგიულ გარღვევას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა (მაგ. ლარის კურსი და ა.შ.) დაბალი გადასახადები, სწრაფი და იაფი ლოჯისტიკა და რაც მთავარია, ქვეყნის გაბრენდვა (made in Georgia) როგორც ხარისხის მაღალი ნიშნის მატარებელი. შედეგად, შევძლებთ ვაწარმოოთ მრავალი საქონელი, რომელსაც სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებში გავყიდით და კიდევ უფრო დიდ შემოსავალს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს სტრატეგიული ამოცანების მცირე და არასრული ჩამონათვალია, რათა მივაღწიოთ რეალურ, დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ზრდას.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გავაკეთოთ ეს და ოქტობრიდან, მოგვეცემა საშუალება, დავგეგმოთ და განვახორციელოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი საქართველოში, რომლის პროპორციულადაც გაიზრდება შემოსავალი თითოეული ქართველის ოჯახში“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე