GITA-სა და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის აქსელის ორგანიზებით, Startup Investment Forum BATUMI vol.2 გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის თანაორგანიზებით, 2024 წლის 27-29 სექტემბერს ,,Startup Investment Forum – Batumi Vol.2 -ს’’ გაიმართება. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გააერთიანებს თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს.

„ღონისძიების სტუმრები 3 დღის განმავლობაში ბათუმში დაესწრებიან სხვადასხვა დახურულ შეხვედრებს, ხოლო ღია კონფერენცია 28 სექტემბერს გაიმართება და მოიცავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.

გარდა კონფერენციისა, აქსელისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, იგეგმება დახურული შეხვედრები ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან, ადგილობრივი სტარტაპების დამფუძნებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ფორუმის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზარდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე