კახა კალაძე - პოლიტიკური შანტაჟის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს

გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს აბსურდია.

„ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს. ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო პროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერ მოხდება, შეუძლებელია.

გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია