ეკა გიგაური - ის აგრესიული კამპანია, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიმართ ეწევა, ჩვენს საქმიანობას ართულებს - შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების ხმები დაცული იყოს

მმართველი გუნდის მხრიდან ვხედავთ ძალიან აგრესიულ კამპანიას ჩვენს მიმართ - შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ხმები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის აგრესიული კამპანია, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში მესამე სექტორის მიმართ ეწევა, არასამთავრობოების საქმიანობას ართულებს და დელეგაციასთან შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნება განხილული.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს. იცით, რომ ჩვენი ორგანიზაცია არჩევნებს დააკვირდება. ჩვენ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა საარჩევნო უბანს მოვიცავთ და შესაბამისად, შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ხმები. ასევე, იცით, რომ ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდსაც. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. რა თქმა უნდა, „რუსულ კანონზე“, თუ რა გავლენა აქვს „რუსულ კანონს“ ზოგადად, არასამთავრობო სექტორზე. ასევე, ვისაუბრეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ შორის, კამპანიის დროს [თავდასხმებზე]. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუკი განსაკუთრებულად რთული იქნება ამ არჩევნებზე დაკვირვება.

მათი [მმართველი გუნდის] მხრიდან ჩვენ ვხედავთ ძალიან აგრესიულ კამპანიას ჩვენს მიმართ. მათ ოფიციალურ საარჩევნო კლიპებშიც კი ჩვენი ფოტოებია გამოსახული და შესაბამისად, ის აგრესიული კამპანია, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ეწევიან, ჩვენს საქმიანობას ართულებს. ამაზეც ვისაუბრებთ,“ - განაცხადა გიგაურმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვია.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია