ჯაბა სამუშიამ ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციაში, ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და ქართული რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა.

„პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის კალიარის (იტალია) უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პიზას უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი; რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის, ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი; ვროცლავის, კონსტანტას, ბუქარესტის, ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი; არის არაერთი საერთაშორისო საზოგადოების წევრი და სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი,1000-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი.

პროფესორი ანდრეა ჯენაცანი არის ქართული რეპროდუქტოლოგიის და ზოგადად, ქართული მედიცინის გულშემატკივარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში