ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება.

„ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის "ქართული ოცნების" ყველა დანაშაულზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით.

ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, მათ შორის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი და კოლაბორანტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი "ოცნების" ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს ". - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე