ანა დოლიძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაზინოების, სლოტ-კლუბებისა და ონლაინ თამაშებისთვის გადასახადების გაზრდასა და ლიცენზიის მოსაკრებლის გაორმაგებას გეგმავენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კაზინოების, სლოტ-კლუბებისა და ონლაინ თამაშებისთვის გადასახადების გაზრდასა და ლიცენზიის მოსაკრებლის გაორმაგებას გეგმავენ.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„2019 წელს საქართველოში უპრეცედენტო რაღაც მოხდა. 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს წარედგინა, რომ კაზინოების წინააღმდეგ რეგულაციები გამკაცრებულიყო. ამ მიმართულებით ძალიან პატარა ნაბიჯები გადაიდგა და პრობლემა პრობლემად რჩება. იმის მაგივრად, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ ქარხნები, საწარმოები, სტარტაპები აეშენებინა, შეექმნა სამუშაო ადგილები, ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც საქართველოში ყვავის, არის სწორედ სათამაშო ინდუსტრია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარჯზე. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კაზინოების წინააღმდეგ და ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ერის სწორი, ევროპული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ხშირად გვეკითხებიან, რით ვაპირებთ დავაფინანსოთ 1000 - ლარიანი პენსია, საყოველთაო უფასო კვება სკოლებში ან თუნდაც ახალგაზრდებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობა? - სწორედ კაზინოების უფრო სერიოზული და მკაცრი დაბეგვრის მეშვეობით. დღეს საქართველოს ბიუჯეტი მიზერულ თანხებს იღებს კაზინოებიდან, სლოტ-კლუბებიდან და ონლაინ თამაშებიდან, იმ მილიარდობით შემოსავალთან შედარებით, რასაც ეს ინდუსტრია ქმნის. მათი ბრუნვა 50 მილიარდზე მეტია, ხოლო საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალი არის 141 მლნ ლარი და ცოტ-ცოტა მოსაკრებლები. ჩვენ კაზინოების, სლოტ-კლუბებისა და ონლაინ თამაშების დაბეგვრას გავაორმაგებთ. გაორმაგდება ლიცენზიებთან დაკავშირებით მოსაკრებელი, ასევე სამაგიდო თამაშების მოსაკრებელი. რაც მთავარია, ამ ინდუსტრიის საერთო შემოსავალი დაიბეგრება 25%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 15%- ისა.

ეს მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოს ბიუჯეტში 2025 წელს კაპიკების ნაცვლად 1 მილიარდ ლარამდე შევიდეს. სწორედ აქედან დაფინანსდება ყველა ის აუცილებელი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ ღირსეული მოქალაქეებისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის და საქართველოში ევროპული კეთილდღეობის შესაქმნელად გვჭირდება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში