სანდრო რაქვიაშვილი - პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტია არიან

ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერ დაწერილია - სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო სიებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი „ბელადების პარტია“ არიან.

„ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერაა დაწერილი. სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე, მგონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია 22-ე ადგილზე და ვინ 37-ზე. ეჭვი მეპარება, ვინმემ „ქართულ ოცნებას“ ხმა იმის გამო მისცეს, რომ 47-ე ადგილზე ვიღაც წერია. პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტიები არიან. რაც შეეხება მიხეილ დაუშვილს, მათ პარტიაში ის ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო, ვიღაცებს არ ვიცნობ და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ის, რომ ლიდერი ასე უპატივცემულოდ მოიქცა, გახარიას ჩვეული მიდგომაა - უპატივცემულობა მოპყრობა თავისიანების მიმართ. ამიტომ, ადეკვატური ადამიანი არ მეგულება, ვინც მათ ხმას მისცემს, რადგან როცა თავისიანებს ასე ექცევა, სხვებს როგორ მოექცევა. სამწუხარო იყო, მაგრამ პროგნოზირებადი, რაც მიშა დაუშვილს დაემართა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე