ვაშინგტონში, ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა „ქართულმა ასოციაციამ“, ვაშინგტონის „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში“ 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით - „უტეხი სული: 1924 წლის ქართველთა აჯანყებიდან ერთი საუკუნე“ (An Unbroken Spirit: A Century Since the 1924 Georgian Uprising).

„ქართულ ასოციაციის“ ინფორმაციით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასა“ და „ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამასთან“ თანამშრომლობით ჩატარებული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენის გახსენებასა და პატივის მიგებას იმ გმირებისთვის, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის რუსეთისგან დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

„ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური გამოფენა, რომელიც აჯანყებულთა ისტორიებს ეხებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დამფუძნებელი სტივენ ჯონსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენლები გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი, „მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაში“ დირექტორი მალხაზ თორია. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და დაუმორჩილებლობაზე საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ, 1924 წლის აჯანყების წინაპირობებსა და მის შედეგებზე. დრო დაეთმო სტალინის კულტის ფენომენის განხილვასა და საბჭოთა მეხსიერების გავლენის ხაზგასმას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე.

ღონისძიებას ასზე მეტი ქართველი და ამერიკელი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის აჯანყების მონაწილეთა შთამომავლები, აკადემიური სფეროსა და მედიის, ბიზნესისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. სტუმართა შორის იყვნენ CNN-ს გამოჩენილი ჟურნალისტი და საბჭოთა კავშირის მკვლევარი დევიდ სეთერი; სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების დირექტორი კრისტოფერ ანდერსონი; ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული, რუსული და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის (CERES) პროფესორი ჯილ დოჰერთი და სხვა.

საღამო დასრულდა სოხუმის დაცემის დღის ხსოვნის და უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მუსიკალური შესრულებით. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე