ტყიბულში სტიქიამ პრობლემები შექმნა - ძლიერმა ქარმა 23 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხორვებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო არსებულ ვითარებას.

„მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე