საბა ბუაძე - ვადევნებთ თვალყურს მარცხისთვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლების პანიკურ ნაბიჯებს, რომელიც დემოკრატიას და მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის

საარჩევნო ადმინისტრაცია და ანტიკორუფციული ბიურო ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ხელი შეუშალოს დაკვირვების პროცესს - არის მიზანმიმართული იერიში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირადი ანგარიშსწორებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ.

“ჩვენ, ყველა ერთად ვადევნებთ თვალყურს მარცხისთვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლების პანიკურ ნაბიჯებს, რომელიც დემოკრატიას და მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის. ვხედავთ, როგორ აგრძელებს ეს ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას. აქამდე ვხედავდით აქტივისტების დაკავებას, ოპოზიციონერი ლიდერების შევიწროებას, მუქარის შემცველი ზარების კამპანიას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს მოქმედებას სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, ეს არის ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ცხადია ეს ამ ხელისუფლებას ვერ გამოუვა.

დღეს ვნახეთ, მორიგი ძირგამომთხრელი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობდა არჩევნებზე დაკვირვების პროცესში მყოფი კოალიციისთვის ხელის შეშლას, კერძოდ, „დაიცავი შენი ხმა“ არის კოალიცია, რომელიც აკვირდება საარჩევნო პროცესს და დარეგისტრირდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია და ანტიკორუფციული ბიურო ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ამ კოალიციის ერთ-ერთ წევრ ორგანიზაციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ხელი შეუშალოს მას დაკვირვების პროცესში. ფაქტობრივად, ეს ორგანიზაცია გაათანაბრა პოლიტიკურ პარტიასთან, რაც არის მიზანმიმართული იერიში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არჩევნებს უნდა დააკვირდეს. ეს არის კარგად ორგანიზებული სისტემა, „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ ზეწოლის შედეგად გაგრძელდება კიდევ სამომავლო ნაბიჯები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რათა ვერ მოხდეს არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო პროცესის დაძაბვა.

ეს არის პირადი ანგარიშსწორებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. დაინტერესებულ მხარეებს უყვებოდა საქართველოში მიმდინარე სავალალო პროცესების შესახებ. ამ ნაბიჯებმაც არ დააყოვნა და გაგრძელდა ხელისუფლების სამარცხვინო კამპანია“,- აღნიშნა ბუაძემ.

ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში