ომბუდსმენი - ხანდაზმულ პირთა მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს - არ არსებობს ხანდაზმულთა დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს

ხანდაზმულ პირთა მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს... არ არსებობს ხანდაზმულთა დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ უწყებებს დროულად შექმნან ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტები.

„გაერო ხანდაზმულთა დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემით ეხმიანება. მიმდინარე წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემებთან ხელმისაწვდომობასა და მათ გაძლიერებაზე, როგორც ხანდაზმული ადამიანების, ისე მათი მომვლელების/მზრუნველების მიმართ.

„ყოველწლიურად, 1-ელ ოქტომბერს მთელი მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია გაიზარდოს ცნობიერება იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების თაობაზე, რომელთა წინაშეც ხანდაზმული მოსახლეობა დგას.

გაერო ხანდაზმულთა დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემით ეხმიანება. მიმდინარე წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემებთან ხელმისაწვდომობასა და მათ გაძლიერებაზე, როგორც ხანდაზმული ადამიანების, ისე მათი მომვლელების/მზრუნველების მიმართ.

საქართველოში ხანდაზმულ პირთა ზრუნვისა და მხარდაჭერის სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს. სახალხო დამცველი საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს სახელმწიფო თუ კერძო ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებული ხანდაზმული პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს და გამოკვეთს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. წლებია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ნაწილში არასათანადოდ სრულდება საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურების არაინფორმირებულობა ქვეყანაში კერძო დაფინანსებით მოქმედი ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ასეთი დაწესებულების საქმიანობისათვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები და ისინი არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე და მოუწოდებს აღნიშნულზე პასუხისმგებელ უწყებებს მათი დროული შექმნისაკენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე