ნიკოლას სენდროვიჩი - გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია

გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია , - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში ანგარიშვალდებულებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ საუბრისას.

როგორც ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს წარმოადგენს.

„სასამართლო სისტემის ჰოლისტური და ეფექტიანი რეფორმა არამხოლოდ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის ნაწილია, არამედ ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, დღეს წარმოდგენილი ანგარიშების მიგნებები გააგრძელებს წვლილის შეტანას ამ უკიდურესად საჭირო პროცესში. ისინი ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის საკვანძო როლს იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

ანგარიშის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე