საფრანგეთი უკრაინას 12 ერთეულ საარტილერიო სისტემა Caesar-ს მიაწვდის

უკრაინა ფრანგულ-გერმანული KNDS ჯგუფისგან 12 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Caesar-ს მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიევში, სამრეწველო ფორუმის ფარგლებში, KNDS-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, Caesar-ის მიწოდებაზე“, - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

მისი განმარტებით, მიწოდების დაფინანსება უკრაინის ხარჯზე ხორციელდება.

ლეკორნუმ დასძინა, რომ შეთანხმება არის საფრანგეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის ნაწილი და მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე