ზურაბ აბაშიძე - ოპოზიციისთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, რომ  დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიცია ამისთვის განწირულია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება.

„ქვეყანაში არსებობს დემოკრატიულ პრინციპებზე აწყობილი ყველა სტრუქტურა, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. ამას ხედავენ ჩვენი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის უჭერს მხარს. ქვეყანაში არის გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.

„ჩვენი ოპონენტები ემზადებიან არჩევნების შემდგომი დღეებისთვის, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. მათთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის განწირულია. ყველა პარტია, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ე.წ. ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია. ეს ნათელია! ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს