კახა კალაძე - სააკაშვილი დღეში 30-ჯერ კვდებოდა, თუმცა რეალობა ხომ ვიცით, რაც იყო - „ქეისი“ მთლიანად ყალბია

სააკაშვილის „ქეისს“ რაც შეეხება, ზოგადად, „ქეისი“ არის ყალბი, მთლიანად, მისი ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განცხადებით, „სააკაშვილი დღეში 30-ჯერ კვდებოდა“, თუმცა, რეალურად, სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო.

„გვახსოვს, როგორი კამპანია იყო ამასთან დაკავშირებით. მთელი რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ ამ ყველაფერზე განცხადებას, მოწოდებები იყო, წარმოგიდგენიათ რეზოლუციებიც კი აქვთ მიღებული, რომ სააკაშვილი გამოუშვითო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესიო, დღეში 30-ჯერ კვდებოდა, თუმცა, რეალობა ხომ ვიცით რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ. რაც არჩევნების თარიღი მოახლოვდება, ამ ტიპის სიბინძურეები კიდევ უფრო მეტი იქნება, იქნება განცხადებები, შემოტევები, ვხედავთ ჩვენ ამას, ყველაფერ ამის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს