ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად, ლისის ტბაზე, საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერას. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან” და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან” ერთად მასპინძლობდნენ.

საქველმოქმედო გარბენზე შემოწირულობის სახით 6000 ლარზე მეტი შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”. ფონდი სილქნეტის მიერ არის დაფუძნებული და 2018 წლიდან დღემდე 3 მილიონ ლარამდე დახმარება აქვს გაწეული დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებზე.

საქველმოქმედო გარბენს გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა, მათმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციებმა, ფონდის ბენეფიციარებისთვის პირველი გარბენი შეასრულეს. ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ამ ყოველწლიურ მარათონში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და სხვადასხვა სამხედრო პერსონალი. ძალიან დასაფასებელია, რომ ამერიკის და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა გრძელდება და ხაზი ესმება, თუ როგორ პატივს სცემენ ჩვენს მებრძოლებს. რა შეიძლება, იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გახსოვდეს შენი მებრძოლები და პატივს სცემდე მათ“ - კომპანია სილქნეტის და ფონდის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები და თავად დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები. საუკეთესოები გამოვლინდნენ 5 და 13 კილომეტრიანი დისტანციებში, რომლებსაც საჩუქრები და მედლები გადაეცათ. საქველმოქმედო გარბენის ყველა მონაწილემ სილქნეტისგან სამახსოვრო სამაჯურები მიიღო წარწერით: “გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის”.

უკვე ტრადიციის სახეს იძენს სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ეს წამოწყება, რასაც ქვია დაჭრილი მეომრების მხარდასაჭერი მარათონი. მინდა გითხრათ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა თანხის რაოდენობას, არამედ მხარდაჭერის გამოხატვას. როდესაც უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავიანთი ინიციატივით ახორციელებენ მსგავს აქციას, ეს, ძალიან დასაფასებელია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვის საელჩოებს, რომლებიც ძალიან დიდი მონდომებით და გულისხმიერებით ეკიდებიან ყველაფერ ამას“ - ფონდისა და სილქნეტის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი.

ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში, შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე თავდაცვის სამინისტროს მუსიკალური ბენდი ზრუნავდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გემრიელად გაუმასპინძლდა გარბენის მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს.

საქველმოქმედო მარათონი, მსგავსი მხარდამჭერი აქციები, თანადგომის საუკეთესო მაგალითია, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და ჩვენი გმირების გვერდში დგომას.

სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას, დონაციას და მოუწოდებს ყველა მსურველს, ორგანიზაციას თუ ბიზნეს სექტორს, გაერთიანდნენ ამ კეთილშობილური საქმის გარშემო.

შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან თანხის ჩარიცხვით ფონდის ანგარიშზე . აქტიურია ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერი ყველა ქსელის აბონენტისთვის - 0 901 777 771 - ერთი ზარი, ერთი ლარი.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა