Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესოდ 9 მიმართულებით დაასახელა

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, „საქართველოს ბანკი“ დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა.

მსოფლიო:

„საქართველოს ბანკი“ დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში;

„საქართველოს ბანკი“ აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;

„საქართველოს ბაკს“ აქვს მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები კორპორატიული მიმართულებით ;

„საქართველოს ბანკს“ მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს კორპორატიული მიმართულებით;

„საქართველოს ბანკის“ დაკრედიტება სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესოდ იქნა აღიარებული მსოფლიოში;

„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ციფრული გადახდების მიმართულებით;

ამასთან, „საქართველოს ბანკი“ დასახელდა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის მქონე ბანკად მსოფლიოში.

ცენტრალი და აღმოსავლეთ ევროპა:

„საქართველოს ბანკი“ დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

„საქართველოს ბანკი“ აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, „საქართველოს ბანკში“ მიზნად დავისახეთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მოწინავე, თანამედროვე საბანკო სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და შექმნას ინოვაციური საბანკო გამოცდილება 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება 9 კატეგორიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასება. მინდა მივულოცო ჩვენს 8 000-ზე მეტ გუნდის წევრს ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილმ ეგიორგი ვახტანგიშვილმ.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს