ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ ბაზებზე თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს.

ნეთანიაჰუმ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება ჰქონოდა იარაღი ქვეყნის საკვანძო მდინარე ლიტანის სამხრეთით.

„თუმცა, ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ახლახან აღმოვაჩინეთ თანამედროვე რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ Le Figaro-ს.

მისი მტკიცებით, ისრაელის ერთადერთი მიზანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მისცენ საშუალება, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე