გრიგოლ ლილუაშვილი „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ სერიალებს - რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ? ეს ხომ სასაცილო თემებია

პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? სასაცილოა, რა უნდა გამოვიძიოთ?! - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიზანი გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა და ასევე, პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება იყო.

ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და „რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა“.

„რა ავთენტურობაზე უნდა ვისაუბროთ, ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრს, სერიალებს, რომელსაც წინასაარჩევნოდ, ალბათ, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სიუჟეტს ნახავთ მიხვდებით, რა მიზანს ემსახურება ეს სიუჟეტი, რომელიც მელაძის შაბათის გადაცემაში იყო. პირველი ეს რომ თითქოს, რაღაც აჟიოტაჟი შექმნა, რუსული გვარი, რუსული დიპლომი, პასპორტი, ონლაინ კურსების შედეგად და მეორე, ეს იყო საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში. პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტიურდება წინასაარჩევნო კამპანია. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული. რატომღაც მაინცდამაინც ეს ტელევიზია იგებს ყველაფერს ყველაზე ადრე, მაინცდამაინც ეს ტელევიზია ფლობს ექსკლუზივს ამა თუ იმ გაურკვეველ საიტზე ატვირთული ინფორმაციების შესახებ. არ გამოვა, ხალხს ვერ მოვატყუებთ, ვერც ტელევიზიები, ვერც ჩვენ, ვერც ვერავინ. აბსოლუტურად სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი. რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა და ამდენი დრო ეთმობა იმას, რომ რაღაცა უტოპიური აზრის განვითარებას შეუწყოს ხელი და მე მგონია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, სუს-ის უფროსი აღნიშნავს, რომ მოსმენებს „გეოგრაფია არ აქვს“ და მისი განხორციელება „ათასობით კილომეტრის დაშორებით“ არის შესაძლებელი.

„უკანონო მოსმენებს ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ისე სხვადასხვა ქვეყნის შეძლებული სამსახურები. ამ პროცესს გეოგრაფია არ აქვს. არის აპლიკაციები, სადაც შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით მოუსმინო. ისიც არ ვიცით რამდენად რეალურია ეს ჩანაწერი, ფაბრიკაცია არ არის, ამაზე დიდი დროს ნუ დავკარგავთ. ალბათ, ამ სიუჟეტის ავტორებმა კარგად იციან ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ იმ ნიჭიერებით გააგრძელონ ამ საქმის გაკეთება. რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ ღირს ამ თემებზე საუბარი? ეს ხომ სასაცილო თემებია. რა დანაშაული დაინახეთ ან საუბარში, ან ორ კერძო პირს შორის რა მნიშვნელოვან თემაზე იყო საუბარზე, რომ გამოძიების საგნად [ვაქციოთ]?! ასე რომ თავიანთ პატრონებს მოიკითხონ, ძალიან კარგად იციან დაკვეთა საიდანაც მოდის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ youtube-ზე "კიბერ კმარას" სახელით გავრცელდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში მყოფ ინსტრუქტორს ე.წ. ქოუჩინგის შესახებ ესაუბრება და არაფორმალური განათლების მიღებით ინტერესდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გრიგოლ ლილუაშვილი „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ სერიალებს - რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ? ეს ხომ სასაცილო თემებია

პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? სასაცილოა, რა უნდა გამოვიძიოთ?! - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიზანი გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა და ასევე, პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება იყო.

ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და „რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა“.

„რა ავთენტურობაზე უნდა ვისაუბროთ, ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრს, სერიალებს, რომელსაც წინასაარჩევნოდ, ალბათ, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სიუჟეტს ნახავთ მიხვდებით, რა მიზანს ემსახურება ეს სიუჟეტი, რომელიც მელაძის შაბათის გადაცემაში იყო. პირველი ეს რომ თითქოს, რაღაც აჟიოტაჟი შექმნა, რუსული გვარი, რუსული დიპლომი, პასპორტი, ონლაინ კურსების შედეგად და მეორე, ეს იყო საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში. პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტიურდება წინასაარჩევნო კამპანია. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული. რატომღაც მაინცდამაინც ეს ტელევიზია იგებს ყველაფერს ყველაზე ადრე, მაინცდამაინც ეს ტელევიზია ფლობს ექსკლუზივს ამა თუ იმ გაურკვეველ საიტზე ატვირთული ინფორმაციების შესახებ. არ გამოვა, ხალხს ვერ მოვატყუებთ, ვერც ტელევიზიები, ვერც ჩვენ, ვერც ვერავინ. აბსოლუტურად სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი. რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა და ამდენი დრო ეთმობა იმას, რომ რაღაცა უტოპიური აზრის განვითარებას შეუწყოს ხელი და მე მგონია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, სუს-ის უფროსი აღნიშნავს, რომ მოსმენებს „გეოგრაფია არ აქვს“ და მისი განხორციელება „ათასობით კილომეტრის დაშორებით“ არის შესაძლებელი.

„უკანონო მოსმენებს ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ისე სხვადასხვა ქვეყნის შეძლებული სამსახურები. ამ პროცესს გეოგრაფია არ აქვს. არის აპლიკაციები, სადაც შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით მოუსმინო. ისიც არ ვიცით რამდენად რეალურია ეს ჩანაწერი, ფაბრიკაცია არ არის, ამაზე დიდი დროს ნუ დავკარგავთ. ალბათ, ამ სიუჟეტის ავტორებმა კარგად იციან ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ იმ ნიჭიერებით გააგრძელონ ამ საქმის გაკეთება. რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ ღირს ამ თემებზე საუბარი? ეს ხომ სასაცილო თემებია. რა დანაშაული დაინახეთ ან საუბარში, ან ორ კერძო პირს შორის რა მნიშვნელოვან თემაზე იყო საუბარზე, რომ გამოძიების საგნად [ვაქციოთ]?! ასე რომ თავიანთ პატრონებს მოიკითხონ, ძალიან კარგად იციან დაკვეთა საიდანაც მოდის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ youtube-ზე "კიბერ კმარას" სახელით გავრცელდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში მყოფ ინსტრუქტორს ე.წ. ქოუჩინგის შესახებ ესაუბრება და არაფორმალური განათლების მიღებით ინტერესდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია